აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ  უკრაინაში რუსეთის სამხედრობმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს განაცხადა.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში,“ - თქვა ბლინკენმა.

„ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის გულდასმით შესწავლას. როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის,“- ბლინკინმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რამაც მოსკოვის რისხვა გამოიწვია. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა 

დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“